

ვებინარი N4
2026 წლის 15 მაისს, 17:00-18:30 თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება მეოთხე ვებინარი კონკურენციის სამართალში, სადაც მოწვეული იქნება სელჩუკხან იუნეკბასი - სამართლის დოქტორი; ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (European University Institute/EUI) მკვლევარი კონკურენციის სამართლის მიმართულებით. მისი კვლევა აერთიანებს კონკურენციის სამართალს, ინოვაციების ეკონომიკას, მენეჯმენტსა და ფირმების შესაძლებლობის ანალიზს. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია ისეთ წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში.
ვებინარი შეეხება ე.წ. “მკვლელი კონცენტრაციების” თეორიას, რაც გულისხმობს დომინანტი ფირმების სპეციფიკური სტრატეგიას, შეისყიდონ მცირე კონკურენტები სამომავლო ინტენსიური კონკურენციის წინასწარ აღმოფხვრის მიზნით. ვებინარის ფარგლებში ამ თეორიას ახლებურად გავიაზრებთ, 2014-2024 წლებში მსხვილი ტექ-ფირმების მიერ განხორციელებული კონცენტრაციების ანალიზის საფუძველზე. მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მსგავსი კონცენტრაციებისას შეძენილი მცირე კომპანიების გაქრობა დიდი ინტენსივობით არ ხდება, თუ საქმე ეხება კონკურენტების შეძენას (ანუ ჰორიზონტალურ კონცენტრაციებს). შედარებისთვის, ვერტიკალური კონცენტრაციებისას მსგავსი გაქრობის ალბათობა 90%-ზე მეტია. მსგავსი სტატისტიკა იმას მიანიშნებს, რომ კონცენტრაციების მთავარი მიზანი ბაზრების სხვადასხვა დონეზე შესაძლებლობების გაერთიანება უფროა, ვიდრე კონკურენტების თავიდან ჩამოშორება.
ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ პოსტერს. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ლინკის საშუალებით: https://forms.gle/RyGiJvVJZiZBb6dV9